თბილისში, სავარუდოდ, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მოწამლეს
თბილისში, სავარუდოდ, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მოწამლეს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა „ინსაიდერი" ავრცელებს.
სტატიაში საუბარია პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე იმ ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე, ვისი მოწამვლაც, სავარუდოდ, ევროპასა და საქართველში მოხდა. მათ შორის ერთ-ერთი ირინა ბაბლოიანია, “ეხო მასკვას" ჟურნალისტი, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და საეჭვო სიმპტომები სწორედ საქართველოში ყოფნის პერდიოში გამოუვლინდა.
"ეხო მასკვის" ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩავიდა და სასტუმჯრო "ქინგ თამარში" ცხოვრობდა. 25 ოქტომბრის საღამოს მან თავი ცუდად იგრძნო და დილით თავბრუსხვევით და მძიმე სისუსტით გაიღვიძა. 26 ოქტომბრის საღამოს კი ხელის და ფეხის გულები გაუმუქდა და ეწვოდა. ამ უცნაური სიმპტომების მიუხედავად, მან ერევანში ჩასვლა მაინც გადაწყვიტა. მანქანაში ის ძალიან ცუდად გახდა, გონება დაუბნელდა და კონცენტრირება არ შეეძლო. კანზე უჩნდებოდა სიწითლეები. სისუსტე და ტკივილი 2 დღეში გაქრა, თუმცა სიწითლე ამ დრომდე ეტყობა" - წერია სტატიაში.
"ინსაიდერის" ექსპერტები ამბობენ, რომ ირინას ანალიზის კლინიკური სურათი შეუძლებელია ახსნილი იყოს რაიმე სხვა ცნობილი დაავადებით. ამიტომ, ვერსია ეგზოგენური მოწამვლის შესახებ, მათ ძალიან სარწმუნოდ მიაჩნიათ.
ირინამ ანალიზები მხოლოდ ალერგულობაზე გაიკეთა. მას მოწამვლაზე არც წარმოდგენა ჰქონდა და არც ეჭვი გასჩენია. ანალიზები უარყოფითი იყო, ალერგია არ დაუდასტურდა. ამის შემდეგ ჩავიდა ბერლინში და ჩააბარა სისხლი ტოქსიკოლოგიური ანალიზისთვის, თუმცა ანალიზის შედეგები არ მიუღია. კლინიკა შარიტეში მას უთხრეს, რომ მისი სისხლის ნიმუშები დაიკარგა. ის პოლიციელებმა გამოკითხეს. ირინამ ახლახან ისევ ჩააბარა ანალიზი ტოქსიკოლოგიური გამოკველევისთვის, თუმცა დიდი დროის გასვლის შემდეგ, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ტოქსიკების კვალის აღმოჩენა. ირინა ბაბლოიანის შემთხვევაში დასკვნა მოწამვლის შესახებ უფრო რთული დასადგენია, რადგან სამედიცინო ანალიზის შედეგები მწირია. თუმცა გამოკითხულთა შეხედულებები გათვალისწინებით, "ინსაიდერის" ექსპერტები ამბობენ, რომ ირინას ანალიზის კლინიკური სურათი შეუძლებელია ახსნილი იყოს რაიმე სხვა ცნობილი დაავადებით. ამიტომ, ვერსია ეგზოგენური მოწავმლის შესახებ, მათ ძალიან სარწმუნოდ მიაჩნიათ.
ირინას სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს სხვა მოწამლულის, ელენა კოსტუჩენკოს სიმპტომატიკას, რაც ექსპერტებს აძლევს საშუალებას, ივარაუდონ, რომ გამოყენებული იყო იგივე მომწავმლელი აგენტი, მაგრამ კონკრეტულად რომელი დადგენა რთულია".- წერია სტატიაში.