შოვის ტრაგედიიდან მე-14 დღე - ბოლო ცნობები სტიქიის ეპიცენტრიდან
სტიქიის მეთოთხმეტე დღე და ისევ გაუჩიარებული ადამიანები - შოვში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მიწის ქვეშ მაშველები ისევ 7 დაკარგულს ეძებენ. 26 ცხედრი უკვე აღმოჩენილია, ნაწილი იდენტიფიცირებისთვის ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, ნაწილი კი დაკრძალეს.
რაჭის გუბერნატოის, პაპუნა მარგველაძის თქმით, დასამუშავებელი დარჩა, მხოლოდ კუროტ შოვის ტერიტორიის ფრაგმენტი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება.
დაკარგული 33 მოქალაქიდან 26 ნაპოვნია. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის ძებნდა. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. დარჩენილია თვითონ კურორტ შოვის ტერიტორიაზე რამდენიმე ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებიდ აწყებულია და ვვარაუდობ, რომ დღეს უკვე სოფელ გლოლას წყალი მიეწოდება". - ამბობს რაჭის გუბერნატორი.