"ვადასტურებ" - შოვში დაღუპული ლაგვანთის სამი მცხოვრების ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა

16.08.23 11:52
"ვადასტურებ" - შოვში დაღუპული ლაგვანთის სამი მცხოვრების ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა

შოვში დაღუპული ლაგვანთის სამი მცხოვრების ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას რაჭის გუბერნატორი პაპუნა  მარგველაძე ადასტურებს.

ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა, სოფელ ლაგვანთის მკვიდრები შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასულები, როცა მეწყერში მოყვნენ.

"[სამი ცხედარია იდენტიფიცირებული, რომლებიც ერთი სოფლიდან არიან, ადასტურებთ?] დიახ, ვადასტურებ.

დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ძბენის სამუშაოები გრძელდება,  საქართველოს პრემიერმინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის", - თქვა  რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძე.

მსგავსი სიახლეები