რადიო თბილისმა The Killer-ის მუსიკა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა

16.08.23 12:22
რადიო თბილისმა The Killer-ის მუსიკა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა

რადიო თბილისმა (FM 93.5) სამაუწყებლო ეთერიდან როკ ბენდ The Killers-ის რეპერტუარი ამოიღო.

"რადიო თბილისმა პოპულარული ჯგუფის The killers - ის მუსიკა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. რუსეთი ოკუპანტია"! – წერია რადიოს ფეისბუქ გვერდზე.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც  ხალხის პროტესტი მოჰყვა. 

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.

აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.

მსგავსი სიახლეები