უწყლოდ დარჩენილი სოფელი შველას ითხოვს - შალიკიანთკარის მოსახლეობა დილიდან ქუჩაში გამოვიდა
უწყლოდ დარჩენილი სოფელი შველას ითხოვს - შალიკიანთკარის მოსახლეობა დილიდიან ქუჩაში დგას. ადგილობრივები წლებია წყლის გარეშე არიან დარჩენილები. უწყლობის გარდა უმძიმესი მდგომარეობაა გზებზეც. მოსახლეობა ამბობს, რომ იქ გადააგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ ადგილობრივები დილიდან დუშეთის მერიასთან მივიდნენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ.
"8 წელია, რაც წყალი არ მოგვეწოდება. ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება. თითქმის ყოველ წელიწადს შესულია განცხადება ძველ მერთან, ახალ მერთან, მაგრამ, როგორც ჩანს მერს არ ევალება ჩვენთვის ყრუადღების მოქცევა. ჩატარდა ტენდერი 8 წლის წინ, დაქსელვა მოხდა არასწორად, ამიტომ ჩვენ არ გავქვს წყალი არც დასალევი, არც დასაბანი, არც სარეცხის გასარეცხი". - ამბობს ადგილობრივი.