არ გამოვრიცხავ, რომ დაგეგმილი დივერსია იყო - LOUDspeakers-ის პროდიუსერი Black Sea Arena-ს ინციდენტზე

16.08.23 13:21
არ გამოვრიცხავ, რომ დაგეგმილი დივერსია იყო - LOUDspeakers-ის პროდიუსერი Black Sea Arena-ს ინციდენტზე

 LOUDspeakers-ის პროდიუსერი, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე არ გამორიცხავს, რომ Black Sea Arena-ზე მომხდარი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი დივერსია იყო.

გვარჯალაძე სვამს კითხვას, მაშინ როდესაც პლაკატიანს არავის უშვებდნენ, როგორ აღმოჩნდა რუსი დრამერი პლაკატით ხელში დარბაზში. 

ისე კი არ იყო, რომ რაღაც სპონტანურად მოხდა, ხომ გაარკვია, რომ რუსია, გაიხედა უკან ბექსთეიჯში, ვიღაცამ უთხრა, კიო აიყვანეო, აი ის ცალკე უნდა დაიჭირო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაგეგმილი დივერსია იყო, იმიტომ, რომ ბანერებიანი არავინ არ შეუშვეს და რანაირად აღმოჩნდა ეს ტიპი პლაკატით ხელში იქ. არ შვებდნენ პლაკატიანებს, ფოტო კამერიანებსაც კი არ უშვებდნენ - ამბობს გვარჯალაძე.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც  ხალხის პროტესტი მოჰყვა. 

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.

აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი სიახლეები