დამნაშავეა Black Sea Arena-ს ხელმძღვანელობა, ქოცურია ეს ნარატივი - ბუღაძის თქმით, ინციდენტი დაგეგმილი იყო
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ბლექ სი არენაზე მომხდარი ინდიცენტი დაგეგმილი იყო. ბუღაძის თქმით, ამ ყველაფერში დამნაშავე ბლექ სი არენას ხელმძღვანელობა და მმართველი პარტია არიან.
მე მგონია, რომ the killers სოლისტი ბრიყვი არ არის ან ფაქტობრივად გავლენის აგენტურასთან გვაქვს საქმე, რომელიც უფრო მგონია, რომ ასე იყოს. რა ძმობაზე და რა მეგობრობაზე მელაპარაკება. ეს 60-იანი და 70-იანი წლების ეს ესთეტიკა და ეს ხედვა დიდი ხანია დასრულებულია. ამაში ძალიან სერიოზულად არის დამნაშავე ბლექ სი არენას ხელმძღვანელობა, საერთოდ ქოცურია ეს ნარატივი. ისევ მიიღეს ალიყური ქოცებმა, იმიტომ რომ ეს იყო დაგეგმილი". - ამბობს გია ბუღაძე.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.
აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა