რატომ არ ნიშნავს მოსამართლეებს "კლანი"? - "სასამართლოს გუშაგი" საკადრო კრიზისზე და გაჭიანურებულ საქმეებზე საუბრობს
რატომ არ ნიშნავს მოსამართლეებს სასამართლო კლანი? სასამართლოებში საქმეების განხილვა კადრების არ არსებობის გამო ჭიანურედება. ამ დრომდე კი 100 მოსამართლის ადგილი ვაკანტურია. სპეციალური კვლევა ამ თემაზე „სასამართლო გუშაგმა„ გაასაჯაროვა.
დოკუმენტში წერია, რომ სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევად რჩება, კადრებს კი იქ კლანი საკუთარი ინტერესების გამო არ ნიშნავს.
"სასამართლოს გუშაგის" თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი საკადრო კრიზისზე საუბრობს.
სასამართლოში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქმეები არის გაჭიანურებული და კანონით დადგენილ ვადებში ხშირად არ იხილება საქმეები,რ აც საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს მხარეებს. ამჟამად, საქართველოში 100-ზე მეტი ვაკანსიაა მოსამართლეების. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ყოველთვის ძალიან მასშტაბური რაოდენობის ვაკანსიებია, თუმცა ამის პარალელურად, არაფერი კთდება იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და სასამართლოში გახდეს შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ საქმეების განხილვა დროულად მოხდეს". - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.