ბიჭის მეგობარი ყვიროდა მიშველეთო, მაშველი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გადარჩებოდა - სიონის დამსვენებელი

16.08.23 16:06
ბიჭის მეგობარი ყვიროდა მიშველეთო, მაშველი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გადარჩებოდა - სიონის დამსვენებელი

15 წლის ბიჭის ტრაგიკული გარდაცვალება - სიონის ტბის დამსვენებელი, რომელით უბედური შემთხვევის თვითმხილველია, "პირველებთან" მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ ადგილზე მაშველები რომ ყოფილიყვნენ, ბიჭი აუცილებლად გადარჩებოდა.

ვიყავით პლაჟზე ოჯახით, ამ დროს დავინახეთ სასწრაფო და პატრული სისწრაფით მოდიოდინენ. რო ამოვდიოდით დავინახეთ 16-17 წლის ბიჭი იყო ჩაკუზული და იძახდა, ჩემი მეგოაბრი დაიხრჩო, მიშველეთო. თურმე ბიჭი ტელეფონზე ლაპარაკობდაო, დაბალი წყალი იყოო, ფეხი ჩაუცურდა და ჩავარდაო. სასწრაფოს თბილისიდან სადღაც ერთ საათს ელოდნენ, აქ არანაირი მაშველი არ არის. წელს მეორე შემთხვევაა, რაც აქ უბედური შემთხვევა მოხდა. თბილისიდან მყვინთავები გამოიძახეს. როგორც კი შევიდნენ წყალში, ძალიან ახლო ტერიტორიაზე იყო დამხრჩვალი. მაშველი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გადარჩებოდა".- ამბობს თვითმხილველი. 

სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი გუშინ დაიხრჩო. სამაშველო ოპერაცია დაგვიანებით დაიწყო, რადგან გაირკვა, რომ სიონის ტაბზე, სადაც ბევრი დამსვენებელია, მაშველები არ იყვნენ. ადგილზე არც გამაფრთხილებელი ბანერები იყო.

სიონის წყალსაცავზე, დამატებითი გამაფრთხილებელი ნიშნები დღეს დაამონტაჟეს.

საქართველოში მხოლოდ 2 თვეში წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის 9 არასრუწლოვანია. ეს საგანგაშო სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებია. 

მსგავსი სიახლეები