ჩემი ინფორმაციით, ქეთევან დუმბაძე წულუკიანის ბრძანებით დაინიშნა თანამდებობაზე - მანანა ბერიკაშვილი
მანანა ბერიკაშვილი "პირველებთან" ადასტურებს, რომ ქეთევან დუმბაძე "მწერალთა სახლის" ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირადად თეა წულუკიანმა დანიშნა.
მანანა ბერიკაშვილი იმასაც ადასტურებს, რომ დუმბაძე რუსული კანონის ხმის მიმცემთა სიაშია.
ქეთი დუმბაძე 2012 წლიდან მუშაობდა კულტურის სამინისტროში, სადაც მეც გახლდით მინისტრის მოადგილე და მთელი ამ წლების განმავლობაში ის ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა ქართველი მწერლებისთვის.
მან მხარი დაუჭირა კი ამ კანონსპირველ მოსმენას.
ჩემი ინფორმაციით, დუმბაძე წულუკიანის ბრძანებით დაინიშნა თანამდებობაზე" - ამბობს მანანა ბერიკაშვილი.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები მწერალთა სახლის ახალი დირექტორის, ქეთევან დუმბაძის მხარდასაჭერ წერილს აქვეყნებენ. დუმბაძე პარლამენტიდან აღნიშნულ პოზიციაზე სექტემბრიდან იმუშავებს. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც რუსულ კანონს უჭერდა მხარს.