შოვში, მეწყერში მოყოლილი ნიკა ჩალაძის მეუღლე ამბობს, რომ ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა

16.08.23 16:37
შოვში, მეწყერში მოყოლილი ნიკა ჩალაძის მეუღლე ამბობს, რომ ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა

შოვში, მეწყერში მოყოლილი ნიკა ჩალაძის მეუღლე ამბობს, რომ ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა. 

მისი თქმით, რაჭის გუბერნატორმა მედიას ინფორმაცია არასწორად მიაწოდა. 

"მე ვარ ნიკა ჩალაძის მეუღლე, მაგრამ ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა. არასწორია ინფორმაცია. გუბერნატორმა რომ განაცხადა, ალბათ შეცდომით მოხდა. იყო ნახსენები როგორ იცით?! ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, ლაგვანთელი ბიჭები ერთად მოიხსენიებოდნენ და სავარაუდოდ იყო შეცდომით. სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები", - ამბობს მეუღლე.

დღეს დილით რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ ადასტურებს ინფორმაციას კიდევ სამი ცხედრის იდენტიფიცირების შესახებ, სამივე გარდაცვლილი სოფელ ლაგვანთიდან იყო.

მსგავსი სიახლეები