ქვეყანაში რომ ჩადიხარ, პატივი უნდა სცე - ქეთათო KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე
უპატივცემულობა და ქართველი ხალხის შერაცხყოფა - ასე აფასებენ ქართველი მუსიკოსები "ბლექ სი არენაზე" მომხდარ ინცინდენტს.
ქეთათოს თქმით, ოკუპანტები ამგვარი მეთოდებით, ჩვენი ქვეყნის სხვა ტიპის ოკუპაციას ახდენენ.
ზოგადად, ქვეყანაში რომ ჩადიხარ, პატივი უნდა სცე მის ტრადიციას. რაღაცნაირად ბევრი მოგეთხოვება, თან სცენიდან შენ რომ მოძღვრავ სხვებს, 20% არის ოკუპირებული, სახლი უსახლკაროდ დარჩენილი და ამ დროს ოკუპანტები სხვა ტიპის ოკუპაციას ახდენენ. ყველანაირი რეაქცია მესმის და გასაგებია ჩემთვის. ყველა ვერ შეიკავებს თავს, ან რატომ უნდა შევიკავოთ თავი. ის პირველი რეაქცია, რაც ნაღდია, უნდა გქონდეს". - ამბობს ქეთათო.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.
აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა