საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შემთხვევები დაფიქსირდა.
EG.5 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 000 ინფიცირებული გარდაიცვალა.
EG.5 ომიკრონის მსგავსი შტამია, ახასიათებს იგივე სიმპტომები - ხველა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე.