ვინ არის პასუხისმგებელი Black Sea Arena-ს სკანდალზე - მუსიკოსები კარგად დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობენ

16.08.23 20:16
ვინ არის პასუხისმგებელი Black Sea Arena-ს სკანდალზე - მუსიკოსები კარგად დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობენ

 

 

ვინ არის პასუხისმგებელი ბელქ სი არენას სკანდალზე?  - მუსიკოსები, რომლებსაც ფართო აუდიტორიასთან კონცერტების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ, ხელს ადმინისტრაციისკენ იშვერენ. პრაქტიკულად, არ არსებობს  შემთხვევა, როდესაც  სოლისტი სცენაზე მსმენელის მიწვევის გადაწყვეტილებას  დამოუკიდებლად, წინასწარ შეთანხმების გარეშე იღებს.  ეჭვები კარგად დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ იმ მუსიკოსებსაც აქვთ, რომლებიც გუშინდელ კონცერტში მონაწილეობდნენ.

ინციდენტი, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა. ბლექ სი არენას ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას იხსნიან და  ამტკიცებენ, რომ ბენდის სოლისტის ქმედებებთან კავშირი არ აქვთ. ამერიკულმა ბენდმა ბოდიში მოიხადა, თუმცა სკანდალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში  დილიდან მოექცა. ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა რეაქცია აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა ვინმე მათ დარწმუნებას ცდილობს,   რომ რუსები და ქართველები დები და ძმები არიან. ამ ადამიანების პროტესტს კი ირაკლი კობახიძემ ხელოვნური უწოდა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები