ბაბლოიანის სავარაუდო მოწამვლა - გახდა თუ არა თბილისში მყოფი რუსი ჟურნალისტი ეფ-ეს-ბეს მსხვერპლი?

16.08.23 20:19
ბაბლოიანის სავარაუდო მოწამვლა - გახდა თუ არა თბილისში მყოფი რუსი ჟურნალისტი ეფ-ეს-ბეს მსხვერპლი?

 

 

გახდა თუ არა თბილისში მყოფი რუსი ჟურნალისტი ეფ-ეს-ბეს მსხვერპლი. გონების დაბინდვა, სისუსტე, ტკივილი და გამონაყარი ტანზე - ამ სიმპტომებით დატოვა ირინა ბაბლოიანმა თბილისის სასტუმრო. ჟურნალისტი "პირველებს" მომხდარის დეტალებს უყვება. ირკვევა, რომ  მსგავსი სიმპტომებით ევროპის სხვადასხვა ქალქების კლინიკებში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე სხვა რეპორტიორებიც მოხდვდნენ. ხელწერა ყველა შემთხვევაში ერთნაირია. არ არის გამორიცხული, რომ ეხო მასკვის ჟურნალისტი თბილისში მოწამლეს. 

ბაბლოიანის სავარაუდო მოწამლვის ფაქტს გამოცემა ინსაიდერი 6 თვეა იძიებს. ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ გერმანიაში ჩაბარებული სისხლის ნიმუშები, სადაც ტოქსიკოლოგიური კვლევა უნდა ჩატარებულიყო, კლინიკიდან გაურკვეველ გარემოებებში გაქრა. რუსი უფლებადამცველები არ გამორიცხავნ, რომ პუტინის მოწინააღდმეგე ჟურნალისტის მოწამვლა საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი და შესრულებეული სპეცოპერაცია იყო.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები