რვა წელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი - პროტესტი შალიკიანთკარში
პროტესტი დუშეთში. სოფელ შალიკიანთკარის მაცხოვრებლები დღეს შეუსრულებელი დაპირებების შესახებ პასუხებს მერისგან ითხოვდნენ. უკვე რვა წელია, სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სასმელი წყალი აქ კვირაში მხოლოდ ერთი დღე მოდის და ისიც ისეთი მცირე დროით, რომ ჭურჭლის ავსებასაც ვერ ასწრებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება. მათ პრობლემაზე კი არავინ რეაგირებს. წლებია მთავრობისგან მხოლოდ დაპირებები ესმით.
დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.