პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

17.08.23 12:18
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო და გარკვეული პერიოდი მასთან ერთად ცხოვრობდა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს სოციალური ქსელითაც ეკონტაქტებოდნენ, "რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ "სქრინებს" კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა".

დაშორების შემდეგ კი ბრალდებული გოგოს სწორედ ამ კადრებით აშანტაჟებდა და ვიდეოკოლაჟი დაზარალებული ქალის ახლობლებსაც გადაუგზავნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები