მოხდება ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა - გარემოს ეროვნული სააგენტო

17.08.23 16:45
მოხდება ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გეოლოგების ჯგუფის მიერ ადგილზე შეაფასა არსებული ვითარება და ოპერატიულად შეაფასებენ თბილისში, ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლას და მოამზადებენ დასკვნას.

„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის სარკინიგზო მაგისტრალის დერეფანში, ქალაქ თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ ჩამოიშალა კლდეზვავი, რომელმაც დაფარა რკინიგზის ლიანდაგი და დროებით შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ადგილზე შეაფასა არსებული ვითარება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, გატარდა გაწმენდითი ღონისძიებები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა. შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა - ინციდენტი ქსნის ქუჩაზე რკინიგზის ლიანდაგზე მაშინ მოხდა, როდესაც თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი გადაადგილდებოდა. შემთხვევის გამო მატარებელი გაჩერდა - მგზავრების ნაწილმა კი ტერიტორია ავტომობილით დატოვა.

ქვათაცვენის გამო ახლა  პერიმეტრი გადაკეტილია. 

 

მსგავსი სიახლეები