მუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვა - "პირველებმა" აუდიო ჩანაწერები მოიპოვა

17.08.23 17:08
მუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვა - "პირველებმა" აუდიო ჩანაწერები მოიპოვა

 

 

 

მუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობა - მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები, რომლითაც იტალიაში მოქმედი ქართველების თაღლითური დაჯგუფება იშიფრება. "პირველებს" აუდიო ჩანაწერები იმ ემიგრანტებმა გამოუგზავნეს, ვინც მათი მტკიცებით, ნანა გიორგაძის თაღლითობის მხვერპლი უკვე გახდა. ჩანაწერებს შორის ე.წ კანონირი ქურდების გარემოცვაც ფიგურირებს, ვინც საქართველოდან უკიდურესი გაჭირვების გამო წასულ ხალხს ნანა გიორგაძისთვის ფულის გადახდას აიძულებს. 

აუდიო ჩანაწერში დამსაქმებელ ანად ცნობილი, ნანა გიორგაძის გარემოცვა ემიგრანტ გივიკო გელაშვილს ემუქრება.  ჩანაწერში კარგად ისმის, რომ პირი გელაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

თაღლითობა დასაქმების პირობით - იდენტიფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ემიგრანტებს იტალიაში დასაქმებას ჰპირდება, საბოლოოდ კი ღია ცის ქვეშ ტოვებს და ფულს სძალავს.

დამსაქმებლის სქემა ასე მუშაობს - მას საქართველოდან მოქალაქეები იტალიაში ჩაჰყავს, სამსახურს ჰპირდება, საბოლოოდ კი, ყოველთვიურ ხარკს 400 ევროს უწესებს - იმ შემთხვევაში თუ ემიგრანტი ფულს არ გადაიხდის, საქმეში "შავი სამყარო" ერთვება.

"პირველებთან" ემიგრანტები დეტალურად ჰყვებიან, რა პირობებში  უწევთ ცხოვრება და შემდეგ მუშაობა. ქართველი ქალის წინააღმდეგ საქმეს იტალიის პოლიცია უკვე იძიებს.

მსგავსი სიახლეები