თაღლითობა დასაქმების პირობით - იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი "პირველების" ექსპერიმენტში გაება

17.08.23 17:17
თაღლითობა დასაქმების პირობით - იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი "პირველების" ექსპერიმენტში გაება

 

 

 

"პირველების" ექსპერიმენტი - ქართველი დამსაქმებელს, ნანა გიორგაძეს, ზედმეტსახელად ანას,  რომლის წინააღმდეგაც ახლა იტალიაში გამოძიება მიმდინარეოებს, "პირველების" ჟურნალისტმა დაურეკა და იტალიაში დასაქმების თხოვნით მიმართა.

600 ევროს სანაცვლოდ ჩვენს ჟურნალისტს ნანა გიორგაძემ საბუთების მომენტალურად მოგვარება, კარგი საცხოვრებელი პირობები და მომენტალური დასაქმება შესთავაზა.

დადასტურდა, რომ ნანა გიორგაძე, მის მიმართ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, საქმიანობას ისევ აგრძელებს და ემიგრანტებს ფულის სანაცვლოდ კვლავ სთავაზობს დასაქმებას.

თაღლითობა დასაქმების პირობით - იდენტიფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ემიგრანტებს იტალიაში დასაქმებას ჰპირდება, საბოლოოდ კი ღია ცის ქვეშ ტოვებს და ფულს სძალავს.

დამსაქმებლის სქემა ასე მუშაობს - მას საქართველოდან მოქალაქეები იტალიაში ჩაჰყავს, სამსახურს ჰპირდება, საბოლოოდ კი, ყოველთვიურ ხარკს 400 ევროს უწესებს - იმ შემთხვევაში თუ ემიგრანტი ფულს არ გადაიხდის, საქმეში "შავი სამყარო" ერთვება.

"პირველებთან" ემიგრანტები დეტალურად ჰყვებიან, რა პირობებში  უწევთ ცხოვრება და შემდეგ მუშაობა. ქართველი ქალის წინააღმდეგ საქმეს იტალიის პოლიცია უკვე იძიებს.

 

მსგავსი სიახლეები