ცხედარი, რომელიც ნახევარი საათის წინ ვიპოვეთ, ზრდასრული მამაკაცისაა - მღებრიშვილი

17.08.23 18:12
ცხედარი, რომელიც ნახევარი საათის წინ ვიპოვეთ, ზრდასრული მამაკაცისაა - მღებრიშვილი

სტიქიის ზონაში ნაპოვნი 27-ე ცხედარი ზრდასრული მამაკაცისაა - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მღებრიშვილის თქმით, ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 25-ე კილომეტრზეა ნაპოვნი.

სტიქიის ეპიცენტერში ფაქტიურად დასრულებული გვაქვს ტერიტორიის შემოწმება. დილიდან მძიმე ტექნიკის შეყვანა დავიწყეთ. ნახევარი საათის წინ, საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, სტიქიის ეპიცენტრიდან 25-ე კილომეტრზე ვნახეთ ცხედარი, რომელიც გადაყვანილია ქუთაისში სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროში.

დიდი ალბათობით, ცხედარი მამრობითი სქესია, ზრდასრულია, დანამდვილებით ვიცი, ბავშვი არ არის. 

მეტრანახევარი, ორი მეტრის სიღრმეში კალაპოტის მშრალ ნაწილზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები . ამბროლაურადმდე გვაქვს 18 სეტორამდე განაწილებული" - თქვა მღებრიშვილმა 

მსგავსი სიახლეები