მუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვა - დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი ქართველი ემიგრანტები

17.08.23 20:00
მუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვა - დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი ქართველი ემიგრანტები

 

 

დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი ქართველი ემიგრანტები. ათეულობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იტალიაში მოტყუებული, გაკოტრებული და ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი. ემიგრანტების თქმით, თაღლითური სქემის ორგანიზატორი ასევე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ემიგრანტებს იტალიაში დასაქმებას დიდი ფულის სანაცვლოდ პირდება, რეალურად კი ატყუებს და თვეების განმავლობაში ქართველებს უმძიმეს პირობებში აცხოვრებს.

ქართველი ემიგრანტები ყვებიან, რომ ვინც თაღლითური სქემის ორგანიზატორის მიერ დაწესებულ ხარკს, 400 ევროს არ გადაიხდის, მაშინ საქმეში ე. წ. ქურდები ერთვებიან. მიმდინარეობს სიცოცხლის მოსპობის მუქარა და შანტაჟი, რის გამოც დაზარალებულები ხმის ამოღებას თვეების განმავლობაში ვერ  ბედავდნენ. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ არ გაჩუმდნენ და პოლიციაში დამსაქმებელი "ანას" წინააღმდეგ საჩივარი საჩივარზე შედის. იტალიელი სამართალდამცველების მიერ თაღლითური სქემის ორგანიზატორი იდენტიფიცირებულია.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები