რეესტრმა დავით კეზერაშვილს ტელეკომპანიის წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა
საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს ტელეკომპანიის წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა - "ფორმულას" მეწილეები არხის თანამშრომლები გახდნენ.
საჯარო რეესტრი კეზერაშვილს წილების ცვლილების დარეგისტრირებაზე ამ დრომდე უარს ეუბნებოდა და ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ მას პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი არ ჰქონდა.
თუმცა მოცემულობა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის კეზერაშვილის მართვის მოწმობა წარადგინეს.
შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილმა ჟურნალისტებს 25-პროცენტიან წილს ჩუქნის.