სახლები ნგრევის პირას და სოფელი, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია - ფუთში, მოსახლეობა შველას ითხოვს

17.08.23 20:15
სახლები ნგრევის პირას და სოფელი, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია - ფუთში, მოსახლეობა შველას ითხოვს

 

 

სოფელი, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. ფუთის მოსახელობის პროტესტმა დღეს რიკოთზე იმ მშენებარე გვირაბთან გადაინაცვლა, სადაც ჩინური კომპანია ინტენსიურ აფეთქებებს აწარმოებს. მოსახელობა შველას ითხოვს. კომპანია არც აფეთქებების შეწყვეტას გეგმავს და არც კომენსაციების გადახდას. ფუთში კი სახლები ნგრევის პირას არის მისული. ყოველი ახალი აფეთქება ადგილობრივებისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს.  

მოსახლეობა ირწმუნება, რომ კომპანიამ ექსპერტიზის დასკვნებიც გააყალბა. მიუხედავად ამისა, დოკუმენტებში წერია, რომ  სახლების დაზიანება გვირაბის მშენებლობას უკავშირდება. თუმცა არც მშენებარე კომპანია და არც ხელისუფლება ადამიანებს არ უსმენს. პირიქით მათ ადანაშაულებენ, რომ სახლები ცუდად აქვთ აშენებული. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხი პროკურატურას მიმართავს. შოთაძის უწყებაში გაგზავნილ განცხადებას 200 მოსახლე აწერს ხელს. 

რა საფრთხის წინაშეა სოფელი? - ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები