ქვის ლოდებით გადაკეტილი ლიანდაგები და პარალიზებული რკინიგზა - თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა

17.08.23 20:23
ქვის ლოდებით გადაკეტილი ლიანდაგები და პარალიზებული რკინიგზა - თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა

 

 

კიდევ ერთი საფრთხის შემცველი ტერიტორია თბილისში, რომელზეც დიდი ხანია არცერთი უწყება არ რეაგირებს. უყურადღებობის გამო კი დღეს კლდის მასა ჩამოიშალა. ამ დრომდე ადგილზე ქვათაცვენა რამდენჯერმე მოხდა, დღეს კი კლდიდან დიდი ლოდები ჩამოვარდა. ამის გამო ქსნის ქუჩაზე, სადაც სარკინიგზო ლიანდაგი გადის, თბილისი-ბათუმის ჩაქაროსნული მატარებელი რამდენიმე საათი  გაჩერდა.  

ადგილზე პოლიცია, მაშველები, ექსპერტები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და გაგებელი მხოლოდ დღეს მივიდნენ.  არადა ამ პრობლემის შესახებ, მათ დიდი ხანია იციან. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის არცერთ მიმართვაზე არ რეაგირებდა. არადა ხალხი აქ შველას დიდი ხნის წინ ითხოვდა.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები