Naec-ის უარი ომბუდსმენს - გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ დავა შესაძლოა, ევროსასამართლოში დაიწყოს
სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფის შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრი ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებაზეც უარს ამბობს. ლევან იოსელიანს საგამოცდო ცენტრიდან პასუხი დღეს გასცეს და სახალხო დამცველს უთხრეს, რომ მის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. იოსელიანი კი ცენტრს კანონდარღვევაში ამხელს და მოუწოდებს, ჩაატაროს განმეორებითი გამოცდა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცენტრში დადგენილ დროს ვერ გამოცხადდა. ამავე საკითხზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებაც, თუმცა განათლების სამინისტრო არც მის აღსრულებას გეგმავს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ დავა შესაძლოა ევროსასამართლოში დაიწყოს. დაზარალებული აბიტურიენტის დედა ირწმუნება, რომ მათ მინისტრი ებრძვის. ამას გარდა, დედის ინფორმაციით, აბიტურიენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ოჯახი ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტანციას გამოიყენებენ, თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, საქმეს უკვე სტრასბურგში გაიტანენ.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.