გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

17.08.23 19:50
გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

,,რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!", - წერს თეატრი სოციალურ ქსელში.

ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, პოეტი და მწერალი, მის შესრულებულ როლებს, წაკითხულ ლექსებს, გადმოცემულ მათეს, ლუკას, იოანეს და მარკოზის სახარებას, უზღვავი ემოცია რომ მოჰქონდა მსმენელისთვის, ამ ქვეყნიდან 81 წლის ასაკში წავიდა.

 

მსგავსი სიახლეები