მეწყერი სტეფანწმინდაში - ყაზბეგში გეოლოგების სპეციალური ჯგუფი მუშაობს
ყაზბეგში გეოლოგების სპეციალური ჯგუფი მუშაობს. სპეციალისტები მეწყერსაშიშ ზონაში სტიქიის შემდეგ გამოიძახეს. დასკვნების მომზადების შემდეგ, შესაძლოა, სტეფანწმინდის ერთ-ერთი უბნიდან ხალხის გასახლება მოხდეს. სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი გუშინ ჩამოწვა, იქ გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა და მაშველები აწარმოებენ. სტიქიის შედეგად ადგილობრივების ნათესები განადგურდა.
გეოლოგები არიან, მეწყერი გაჩერებულია. აღარ წვიმს. იქაურ ორ ოჯახს კარტოფილი გაუფუჭა. სახლები დაზიანებული არ არის და არც დატბორილია. დაკვირვების ქვეშ იყო ეს ადგილი, რადგან საშიშროების ქვეშ არის ეს ზონა, ჯერ ოჯახების ადგილიდან გადაყვანაზე საუბარი არ არის, თუმცა საშიშროება რომ არის ეს ფაქტია". - ამბობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.