თბილსის ცენტრში მოძრაობა პარალიზებულია - სპეციალისტების თქმით, საშიშროებაა, რომ კლდის მასა ისევ ჩამოიშალოს
თბილსის ცენტრში მოძრაობა პარალიზებულია - ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. ადგილზე მძიმე ტექნიკაა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიამ კლდეზე ბადეები დაამაგრა, თუმცა კლდის ჩამოშლის პროცესი ვერ შეაჩერა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვათაცვენა იქ მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობას უკავშირდება.
ადგილზე იმყოფებოდა სეისმოლოგი თეა გოდოლაძე. მისი თქმით, საშიშროებაა იმისა, რომ კლდის მასა მომდევნო დღეებშიც ჩამოიშალოს.
გაშიშვლება არის, ამას ასე ვეძახით. იმიტომ, რომ ექსპოზიცია აქვს გზისკენ, წყალი მოდის, წვიმებია. შემდეგ ამას ყველაფერს ეს წყლის და მზის კომბინაცია, ფიზიკურ გამოფიტვას ახდენს ამ ქანებისა, ქვიშა ქვა და არგენტები არის, ეს ბუნებრივია და ეროზიულად მოდის ქვემოთ. გამოფიტულია და ეს, რომ მოდის გეუბნება, რომ გამოფიტული ვარ, ეროზირებულია ქანი და წამოვა ამიტომ, ეს დამცავი ბადეები უნდა იყოს სხვანაირად გაკეთებული. ეს არის დატბორვის არეალი, ჭალაა ეს. ეს გზა უნდა დაიკეტოს".- ამბობს თეა გოდოლაძე
უზარმაზარი ლოდები ავტომობილებს წამიერად აცდა. თბილსიის ცენტრალურ გზაზე, სადაც დღე და ღამის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური მოძრაობაა, ეს ქვათაცვენის პირველი შემთხვევა არ არის. . გზაზე, რომელიც 13 ივნისს სტიქიის ეპციენტრი იყო, მშენებლობა წლების წინ აიკრძალა, თუმცა კახა კალაძემ ტერიტროიაზე მუნიციპალური პარკინგი ააშენა.
მერიამ გუშინ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა, ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ კი ახალი ბადის მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომელიც მათი თქმით, ანკერების მეშვეობით კლდის მყარ ქანებში ჩამაგრდება.