მოსკოვზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

18.08.23 10:55
მოსკოვზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვზე დრონით თავდასხმა განხორციელდა - გამთენიისას რუსეთის დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. 

რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო. მისი ინფორმაციით, საფრენი აპარატის ნარჩენები ექსპოცენტრის ზონაში ჩამოვარდა, შენობას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა და არავინ დაშავებულა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დაახლოებით უკვე ოთხი ღამეა, რაც უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინელები მოსკოვზე "მორიგი ტერორისტული აქტის" ჩადენას ცდილობდნენ. 

ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებდა ცნობას, რომ დაზიანებულია ექსპოცენტრის მე-8 პავილიონის 30 კვადრატული მეტრი. ტელეგრამ-არხი Mash-ის ცნობით კი, ჩამოინგრა შენობის ჭერი.

უპილოტო აპარატით მიტანილი იერიშის გამო, 18 აგვისტოს გამთენიისას ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა ფრენები მოსკოვის აეროპორტებიდან: ვნუკოვოდან, დომოდედოვოდან, შერემეტიევოდან და ჟუკოვსკიდან. წინა იერიშების დროს ფრენა მაქსიმუმ ორ აეროპორტში ჩერდებოდა. 4:30-ისთვის შეზღუდვა მოხსნეს.

 

მსგავსი სიახლეები