ხმაური და დაპირისპირება გორში - გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის ნებას არ აძლევენ

19.08.23 10:58
ხმაური და დაპირისპირება გორში - გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის ნებას არ აძლევენ

 

 

 

დილიდან, უკიდურესად არის დაძაბული ვითარება გორში. გარემოვაჭრეებს მუნიციპალური სამსახური დახლების გაშლის ნებას არ აძლევს. სავაჭროდ განკუთვნილი, სახელდახელოდ დამზადებული მაგიდები პოლიციამ აყარა. იყო ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლაც. 

გარემოვაჭრეები, ვინც ლუკმა პურის ფულის საშოვნელად, წვიმასა და ქარში ქუჩაში დგანან, დღეს ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყავთ. ვითარება იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე ადამიანს სასწრაფოს დახმარებაც დასჭირდება. 

"მაგიდას მართმევდნენ, შევეწინაღმდეგე და მთელი ეს პოლიცია წამომესია, ნახეთ, რა დღეში ჩამაგდეს. ცოდოები არ ვართ"? - ამბობს მოვაჭრე.

მსგავსი სიახლეები