"ხელში ჩამაკვდა" - რა გახდა რიკოთზე დასაქმებული მუშის გარდაცვალების მიზეზი
სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა თუ უბედური შემთხვევა. რა გახდა რიკოთზე დასაქმებული მუშის გარდაცვალების მიზეზი. 55 წლის ჩინეთის მოქალაქეს, არსებული ინფორმაცით რკინის კონსტრუქციები დაეცა. მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ კაცი სასწრაფოს მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი მუშაც. ის საქართველოს მოქალაქეა.
"აპალოვკა გადაბრუნდა და მოყვა შიგნით. ტონა და 700-ია აპალოვკა. გული გაუჩერდა, ავუმუშავე მაგრამ, როდის სასწრაფო მოვიდა, როდის ის, ხელში ჩამკვდა. ქართველია კიდევ დაშავებული, მაგრამ იმას ისეთი არაფერი სჭირს". - ამბობს მუშა
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.