მწვანილის ფასი მინიმუმ 5-ჯერ გაიზარდა - გაძვირებულ პროდუქტებს მოქალაქეების ჯიბეები ვეღარ წვდება
ხორცის, ყველის, კიტრისა და პომიდვრის შემდეგ მწვანილიც - ფასი მინიმუმ 5-ჯერ გაიზარდა. თუ ერთი წლის წინ, ამ დროს, ერთი კოლოგრამი მწვანილის შესაძენაად სამი ლარი გჭირდებოდათ, დღეს ეს ფასი 15-25 ლარამდე მერყეობს. არადა ახლა ზაფხულია და პროდუქტი გაძვირების ნაცვლად უნდა იაფდებოდეს.
გაძვირებულ საკვებს დიდი ხანია მოქალაქეების ჯიბეები ვეღარ წვდება. ხალხი სასოწარკვეთილია, ბაზრებიდან ცარიელი ჩანთებით გამოსვლა, უკვე ცუდ ტრადიციად იქცა.
"შემოსავალი რაც მაქვს, საჭმლის ფულშიც არ მყოფნის და არ ვართ იმის ღირსები, რომ ამისთანა მაიმუნმა მთავრობამ დაგვჩაგროს. პენსია რაც მაქვს, ამით, მე უნდა ვიმკურნალო, წამლები ვიყო და ვჭამო, რანაირად უნდა მეყოს, ეს არის ცხოვრება?" - ამბობს ხალხი.