შოვის ტრაგედია - პროკურატურის უარს საქმის მასალების გადაცემაზე, PHR გაასაჩივრებს
შოთაძის უწყებამ, შოვში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, როგორც გაირკვა, ასევე პროკურატურა ამ დრომდე ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტებს საქმის მასალებზე წვდომას უზღუდავს.
იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდება.
სამსახურეობრივმა გულგრილობამ გამოიწვია ის შედეგი, რაც ვნახეთ და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო დავით ბერიაშვილი. ამიტომაც, ამ საფუძვლით და ამ მუხლით მოვითხოვეთ დაზარალებული უფლებამონაცვლედ ცნობა. ასევე მოივთხოვეთ, ვინაიდან შსს-ს ჰქონდა წამყვანი როლი, ისინი ჩამოშორებოდნენ გამოძიებას, ვინაიდან არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და საქმე გამოსაძიებლად გადასცემოდა პროკურატურას და სტატუსის მონიჭებისთანავე ვითხოვდით საქმის მასალებსი გადმოცემას, რისი უფლებაც გვაქვს. პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს ბერიაშვილის დედა, მაგრამ არა სამოხელეო დანაშაულის შედეგად, არამედ გაუფრთილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. მასალების გადმოცემაზე გევუბნებიან უარს და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ წავიკითხოთ საქმის მასალები, რაც ვერ იქნება ეფექტური დაცვის საშუალება ჩვენთვის. ვაპირებთ რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ პროკურორთან". - ამბობს ანა თავხელიძე.