შოვის ტრაგედია - სამხედრო ექსპერტები თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვენ
გასაჯაროვდეს თერმული დრონების ჩანაწერები. სამხედრო ექსპერტები შოვის ტრაგედიიდან 17 დღის თავზე ხელისუფლებას პასუხებს თხოვენ.
ადამიანები, ვინც კარგად ერკვევიან ტექნიკური მოწყობილობების მუშაობაში და ვინც უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრშიც იმყოფებოდნენ, არ გამორიცხავენ, რომ საბედისწერო ღამით, სტიქიის ზონაში დრონები არავის გაუგზავნია ან თუ გაგზავნეს ეს დაგვიანებით მოხდა.
ზოგადად, ნორმალურ სახელმწიფოში, ასეთი მნიშვნელობის შემთხვევისას, შეიძლება, გაესაჯაროვებინათ დრონით გადაღებული კადრები, მათ შორის თარიღის მითითებით, იმის დასამტკიცებლად, რომ პირველივე ორი საათის განმავლობაში თერმული დრონები მუშაობდნენ. ანუ ის, რომ ამდენი ხანი არ გაასაჯაროვეს და ამდენი ხანი არ თქვეს, რომ გაჩვენებთო, კითხვის ნიშნებს ბადებს და როცა გაასაჯაროვებენ, კარგად უნდა დაგვაჯერონ, რომ ეს პირველი ორი საათის ვიდეოა და არა მეორე დილას გადაღებული". - ამბობს სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე.