შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა

19.08.23 18:13
შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება.

ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:

„ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.- წერს ბიჭის დედა.

ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.

ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.

 

მსგავსი სიახლეები