სასიკვდილო განაჩენი სოფელ ფუთის მკვიდრეს - ახალი დასკვნა, რომელმაც სისტემა გააშიშვლა

19.08.23 20:01
სასიკვდილო განაჩენი სოფელ ფუთის მკვიდრეს - ახალი დასკვნა, რომელმაც სისტემა გააშიშვლა

 

 

ერთი ხელმოწერა, რომელიც ხალხისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი ხდება. სოფელ ფუთის მოსახლეობას დიდი საფრთხე ემუქრება. გასაჯაროებულია დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ სოფლის ქვეშ რიკოთთან დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანა შესაძლოა, სახლების დაკარგვის და უფრო მეტი სიცოცხლის ფასი დაჯდეს.  ევროპელი გეოლოგების სკანდალურ ანგარიშს პარტია "ლელო" აქვეყნებს. 

როგორც გაირკვა, გვირაბს ჩინური კომპანია აფეთქების ტექნიკით პირდაპირ სოფლის ქვეშ აშენებს. ყოველი ახალი გამაყრუებელი აფეთქება კი ადგილობრივებისთვის შიშის საფუძველი ხდება. სახლების კედლებს ბზარები ბზარებზე ემატება,  ჭერი კი ხალხს თავზე ენგრევა.

ახალი სკანდალური დასკვნა ფუთში ახალი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. ადგილობრივები მორიგი საპროტეტო ტალღისთვის ემზადებიან და რადოკალური ზომების მიღებას აანონსებენ.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები