გერმანიაში გაფიცული ქართველი მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ - დამსაქმებელი მათთან კონტაქტზე არ გადის

19.08.23 20:16
გერმანიაში გაფიცული ქართველი მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ - დამსაქმებელი მათთან კონტაქტზე არ გადის

 

 

გერმანიაში გაფიცული ქართველი მუშები დახმარებას ითხოვენ. უკვე ერთი თვეა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შრომის არაადამინურ პირობებს აპროტესტებენ და პოლონური კომპანიისგან კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. მძღოლები დღეს და ღამეს გაჩერებულ ტრაილერებში ათავენ, თუმცა, უკვე ერთი თვეა დამსაქმებელი კომპანია მათთან კონტაქტზე არ გადის. 

ჰამბურგში, გერმანიის ჩრიდლოეთით მდებარე ქალაქში ამ წუთებში, 100-მდე ქართველი მძღოლი ელოდება პასუხს. იმ შემთვევაში თუ კუთვნილ ანაზღაურებას არ გადაუხდიან, მძღოლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ.

ერთი თვეა ვდგავართ აქ უკვე. გვაქვს ერთი მოთხოვნა, რომ ჩვენი კუთვნილი ხელფასები,რ აც დაკავებული აქვთ, დაგვიბრუნონ. არავინ არ გამოდის ჩვენთან კავშირზე. საქართველოს საკონსულოდან იყო შეთავაზება მოლაპარაკებაზე, მაგრამ კომპანია მოლაპარაკებაზე არ მოდის". - ამბობს გაფიცული ქართველი. 

მსგავსი სიახლეები