შოვის ტრაგედია - თერმული დრონები, შესაძლოა, საქმეში მთავარი მტკიცებულება გახდეს
ხელისუფლება შარშია - შოვის ტრაგედიიდან 17 დღის თავზე საზოგადოება დაგროვილ კითხვებზე
პასუხებს ითხოვს. დღეს წამზომი სამხედრო ექსპერტებმა ჩართეს, ადამიანებმა ვინც საფრენენ აპარატებშიც კარგად ერკვევიან და სტიქიის ზონაშიც საკუთარი თვალით ნახეს ბევრი რამ.
ექსპერტები თერმული დრონების კადრების გასაჯაროებას ითხოვენ, რომელიც საქმეში შეიძლება მთავარი მტკიცებულება გახდეს და დადგინდეს, რამდენად დროულად აფრინეს დამეწყრილ შოვში საფრენი აპარატები.
უკვე ორ კვირაზე მეტია, სტიქიური უბედურების ზონაში დაკარგულ ადამანებს ეძებენ. 6 ადამაინის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება. უკვე ორ კვირაზე მეტია, მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია. ოპოზიცია კი საქმიდან გომელაურის უწყების ჩამოშორებას და გამოძების პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.