პედოფილიის სავარაუდო შემთხვევა - 50 წლამდე მამაკაცს მოზარდების მშობლები მძიმე ბრალდებებს უყენებენ
დღე ისე მიიწურა, რომ ამ დრომდე უცნობია, დაინტერესდება თუ არა სავარაუდო პედოფილის საქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოზარდების მშობლებმა განგაშის სიგნალი ჩართეს, თუმცა უშედეგოდ. მოზარდების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ქალაქში საეჭვო კაცი გადაადგილდება, რომელიც მათ შვილებს ავიწროვებს. არსებობს ამ ყველაფრის ვიდეო ჩანაწერებიც.
საგანგაშოა სტატისტიკაც, მხოლოდ სამ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა 60 შემთხვევა, როცა ბავშვებზე ან სექსუალურად ძალადობენ ან მინიმუმ ამის მცდელობა აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციები დაუყოვნებლივ იხთოვენ სპეციალური ბაზის შექმნას.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.