ბრძოლა ლუკმა-პურისთვის - გორი დღეს ცრემლების და დაპირისპირების ადგილი იყო

19.08.23 20:22
ბრძოლა ლუკმა-პურისთვის - გორი დღეს ცრემლების და დაპირისპირების ადგილი იყო

 

 

ულუკმაპუროდ დარჩენილი გორელი გარემოვაჭრეები მწვავე პროტესტისთვის ემზადებიან.  ქუჩებში სავაჭროდ გასული ადამიანები დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეცოპერაციის მსხვერპლი გახდნენ. გაჭირვებული ადამიანები დახმარებას ითხოვენ. თვითდასაქმებულებს რჩებათ განცდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა. 

გორში დღესათობით თვალცრემლიანი დედა, ვაჭრობის უფლებას ითხოვდა, ათობით ცოლი ითხოვდა შემოსვალის ერთადერთ წყაროს, იმისთვის რომ საკუთარი მეუღლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი შეეძინა, თუმცა გურამიშვილის ქუჩის მოვაჭრეებს, ადგილზე დახლები პოლიციამ არ გააშლევინა და ჯარიმებით დაემუქრა. ვითარება იქამდეც კი მივიდა, რომ გარემოვაჭრე ქალბატონებს სასწაფოს დახმარება დასჭირდათ.

დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები