ბოლო 1 კვირაში, დღეში საშუალოდ COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა - ცერცვაძე

19.08.23 20:31
ბოლო 1 კვირაში, დღეში საშუალოდ COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა - ცერცვაძე

ბოლო 1 კვირაში, დღეში საშუალოდ COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება აღინიშნება.

ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილიანობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე.

კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს.

სავარაუდოდ EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან". - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა ომიკრონის ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris) იყოს, თუმცა ოფიციალურად ის ჯერ არ დადასტურებულა.

ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას და რომ "ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად".

 

მსგავსი სიახლეები