იარაღით მუქარა ავტობუსში - შეიარაღებულ პირს სასწრაფოს დახმარება დასჭირდა

21.08.23 14:12
იარაღით მუქარა ავტობუსში - შეიარაღებულ პირს სასწრაფოს დახმარება დასჭირდა

სასიგნალო იარაღით (ე.წ. სტარტოვკა) მუქარა ავტობუსში - ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე სასწრაფოს და პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.

"პირველებს" თვითმხილველი უყვება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი ავტობუსის მძღოლს იარაღით დაემუქრა, რასაც მგზავრებში პანიკა მოყვა და 112-ში დარეკეს.

დაშავებულები არ არიან, თავად თავდამსხმელს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა, რადგან მუქარის პროცესში ცუდად გახდა.

გავიგონე სასწრაფოს და პოლიციის სირენების ხმა. გადმოვიხედე აივანზე, ვხედავდი არეულობას. როგორც გავიგე, მგზავრი, რომელიც ემუქრებოდა იარაღით მეორე მგზავრს გახდა ცუდად, მოხდა მისი ჩამოყვანა ავტობუსიდან, გამოძახება სასწრაფოსი, ასევე პოლიცია მოჰყვა სასწრაფოს. სანამ პოლიცია და სასწრაფო მოვიდოდა მგზავრი უკვე კარგად იყო და სცადა გაქცევა, თუმცა პოლიციამ დააკავა", - ამბობს ადგილობრივი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება კი 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისმობს. 

 

 

მსგავსი სიახლეები