იარაღით მუქარა ავტობუსში - "პირველების" ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაკავებულია

21.08.23 15:06
იარაღით მუქარა ავტობუსში - "პირველების" ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაკავებულია

იარაღით მუქარა ავტობუსში - "პირველების" ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაკავებულია და ასევე ამოღებულია სასიგნალო იარაღიც.

გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისმობს. ჩვენი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაკავებულია და ასევე ამოღებულია სასიგნალო იარაღიც.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე სასწრაფოს და პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.

"პირველებს" თვითმხილველი უყვება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი ავტობუსის მძღოლს იარაღით დაემუქრა, რასაც მგზავრებში პანიკა მოყვა და 112-ში დარეკეს.

ადგილზე დაშავებულები არ არიან, თვად თავდამსხმელს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა, რადგან მუქარის პროცესში ცუდად გახდა.

გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისმობს. 

მსგავსი სიახლეები