დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია - გვარამია

21.08.23 15:40
დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია - გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ელექტრონული კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია.

"კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია. მეტიც, ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან. ელექტრონულად ხმის მიცემას თუ რამე მიმართულებით ჩავატარებთ, ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის მისცეს ხმა მისთვის სასურველ პარტიას უსაფრთხო სისტემის მეშვეობით. ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება - არჩევნების გაყალბებას.

დეტალურად - სექტემბერში", - წერს ნიკა გვარამია.

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ გადამწყვეტი არჩევნები რომელიც ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს დიდი გამოწვა იქნება და არ გამორიცხავს, რომ პროცესი ხარვეზებით წარიმართოს.

ელჩის განმარტებით, ხალხს თუ არ ექნება ცოდნა, როგორ მუშაობს სისტემა, ელექტრონული არჩევნები შესაძლოა გახდეს მანიპულაციის  შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები