უმძიმესი ამბავი თბილისში - 14 წლამდე მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცია დაკავებული
უმძიმესი ამბავი თბილისში - გამოძიება 14 წლამდე მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მიმდინარეობს. 64 წლის მამაკაცი პედოფილიის ბრალდებით არის დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით მაღაზიაშიშესული არასრულწლოვანი გოგონა, ამავე მაღაზიის მეპატრონის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა. ამბავი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდმა თავად მოყვა მომხადრის შესახებ.
აღიარებს თუ არა დანაშულს დაკავებული - დეტალებს "პირველები" არკვევს და უახლესი ინფორმაცია მომხდარის შესახებ 8 საათზე ცენტრალურ გამოშვებაში.