შოვის ტრაგედიაზე გამოკითხვების სერია დაიწყო - რა ჩვენება მისცა დავით ჯელაძემ გამოძიებას
შოვის ტრაგედიაზე გამოკითხვების სერია დაიწყო. დღეს სამი საათის განმავლობაში ჩვენებას დავით ჯელაძე აძლევდა, ახალგაზრდა, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა სტიქიის უმძიმესი საათები.
ჯელაძემ "პირველებს" უამბო, თუ გამოძიებას ტრაგედიის დღესთან დაკავშიებით დეტალურად მიაწოდა ინფრომაცია და უთხრა ისიც, რომ ვერტმფრენი ადგილზე 3 საათის დაგვიანებით მივიდა.
თითქმის 3 საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა. დეტალურად მოვუყევი რაც გადამხდა 3 აგვისტოს. დიდი ხანი გაგღძელდა, რადგან ყველაფერი ვუამბე. საათები აინტერესებდათ, რა დროს როგორ სიტუაციაში ვიყავით, როგორ ვუშველეთ თავს, ვინ როგორ დაგვეხმარა, როდის მო9ვიდა ვერტმფრენი. ყევლაფერი სიე ვუამბე, როგორც იყო. ჩვენ დაგვეხმარნენ რაჭველი ბიჭები, რომლებმაც გამოგვიყვანეს, ეს დეტალურად ასე მოვუყევი. მოვუყევი, რომ ვერტმფრენი მოვიდა საღამოს 7 საათის შემდეგ და ვერტმფრენის დახმარებით გამოვედით სამშვიდობო ადგილას. ვერტმფრენმა რომ დაიგვიანა ეგ ყველამ იცის, 4 საათი ვიყავით მეწყერში. ეგ რა თქმა უნდა მივაწოდე ინფორამაცია. 4 იყო დაწყებული, როცა სტიქია დაიწყო და 8 ის წუთები იყო როცა მეწყერთან, ჩვენთან ვერტმფრენი დაჯდა, სანსეტ კოტეჯთან. ალბათ, ყველა გადარჩენილს აყოლებენ ისტორიას, თუ როგორ გადარჩნენ, რა საშინელი დღე იყო ეს 3 აგვისტო, არვიცი. მხოლდო ისტორია მომაყოლეს, განსაკუთრებული სხვა კითხვები არ იყო. 3 საათის განმავლობაში ხდებდოა ამ ისტორიის მოყოლა, გვისმენდნენ და იწერდნენ". - ამბობს ჯელაძე.
ჯელაძე ამბობს, რომ სტიქიის დაწყების შემდეგ მეწყერს ვერავინ ვერ შეაჩერებდა. მისი თქმით, მანამდე უნდა ყოფილიყო ზომები მიღებული.
ჯელაძე ასევე ხალხის მიმართ უყურადღებობაზე საუბრობს და ხაზგასმით ამბობს, რომ იმ ღამით სამძებრო სამუშაოები არ უნდა შეწყვეტილიყო.
სტიქიის დაწყების შემდეგ მეწყერს ვერავინ ვერ შეაჩერებდა, მანამდე უნდა შეემოწმებინათ თუნდაც ის მტა და თუნდაც ის მდინარე, რა მდგომარეობაში იყო, მითუმეტეს, რომ დამსვენებლები ბევრი იყო იქ. ეს სტიქია არ უნდა მომხდარიყო. სამძებრო სამუშაოები არავითარ შემთხვევაში არ უდნა შეწყვეტილიყო ღამით, უფრო პაუსუხისმგებლიანი იქნებოდა, რომ იომ ღამესვე დაეწყოთ სამძებრო სამუშაოები. იმიტომ რომ იქ ბევრი ხალხი იყო. შეიძლება უკვე დაღუპულები იყვნენ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს იყო უყურადღებობა. სხვანაირი დამოკიდებულება უდნა გვქონდეს და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი". - ამბობს ჯელაძე.