შოვის ტრაგედიიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა - ამ დრომდე უცნობია, როგორ მიმდინარეობს შსს-ს გამოძიება

21.08.23 20:26
შოვის ტრაგედიიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა - ამ დრომდე უცნობია, როგორ მიმდინარეობს შსს-ს გამოძიება

 

 

"ქართული ოცნება" საჭიროდ არ მიიჩნევს საზოგადოებამ იცოდეს რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიაზე დაწყებული გამოძიება. ორ კვირაზე მეტია შსს  გამოძიების შუალედურ შედეგებს არ აქვეყნებს და  უარს ამბობს საქმის მასალების გასაჯაროებაზეც.

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები და ხელისუფლების დუმილი კი ოპოზიციისთვის მხოლოდ იმის დასტურია, რომ გამოძიებას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.

ჩატარდა თუ არა საგამოძიებო ექსპერიტმენტი, რატომ დასაჭრიდა ავიაციის ჩასვლას შოვზე სამ საათზე მეტი, სად იყო სტიქიის დროს და საიდან გაფრინდა შინააგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენები, შეტყობინების მიღებიდან რამდენ ხანში გაიცა სამაშველო ოპერაციაში ავიაციის ჩართავის ბრძანება , 27 ადამიანის ადამიანის სიკვდილიდან სამი კვირის თავზეც კი ამ კთხვებზე პასუხი არ არის. 

მაშინ როდესაც შსს არაფერს ამბობს და პარლამენტშიც დროებითი საგამოძიებო კომისიის ბედიც თითქმის გადაწყვეტილია. ოპოზიციაში  პარალელური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. საგამოძიებო ჯგუფი,  სტრატეგია აღმაშენებლის, ნაციონალური მოძრაობის და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით რამდენიმე დღეში შოვის სტიქიაზე პირველად დასკვნებს გამოაქვეყნებს. 

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები