შავი ზღვის წყლის ხარისხი - გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

22.08.23 12:11
შავი ზღვის წყლის ხარისხი - გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი - გარემოს ეროვნული სააგენტო 5 და 9 აგვისტოს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით დგინდება, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ინფორმქაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ - ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის  დაბინძურების საკითხი აქტუალური რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ ახორციელებს. 

მსგავსი სიახლეები