მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის - ოპოზიცია მოსალოდნელ ურბანული კატასროფაზე საუბრობს

23.08.23 11:52
მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის - ოპოზიცია მოსალოდნელ ურბანული კატასროფაზე საუბრობს

მშენებლობის ნებართვა ირაკლი ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის. თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსის აშენებას ნოშრევან ნამორაძე გეგმავს.

ახალ ცათამბჯენში, აპირებენ კომერციული ფართების და საცხოვრებელი სახლების მოწყობას. პროექტის მიხედვით, ნამორაძის მულტიფუნქციურ კომპლექსში გაიხსნება ფიტნეს-ცენტრები, რესტორნები, და საცურაო აუზი. დიდი ალბათობით ამ პროექტს მწვანე შუქს პარასკევს საკრებულო აუნთებს, თუმცა როგორც ირკვევა, ნამორაძე აქ არ ჩერდება. ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ჭავჭავაძეზე ახალ ტერიტორიებს ყიდულობს.

"ლელო საქართველოსთვის" წევრ საბა ბუაძის თქმით, დაგეგმილი 180 მეტრიანი ცათამბჯენი ვაკის სატრანსპორტო და ურბანული მონაკვეთის პარალიზებას მოახდენს. საკრებულოს ოპოზიციონერი ამბობს იმასაც, რომ პარასკევს სხდომაზე ლისის პროექტის განხილვაც არის დაგეგმილი, სადაც წარმოუდგენელია მშენებლობა.

ეს არის სპორტის უნივერსიტეტის, იგივე ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაყიდა და აქ ახლა აშენდება 180 მეტრიანი უზარმაზარი ცათამბჯენი, რომელიც საბოლოოდ მოახდენს ვაკის ამ მონაკვეთის პარალიზებას. ეს არის სატრანსპორტო და ურბანული კუთხით უმძიმესი ტერიტორია. ასევე, სხდომაზე არის დაგეგმილი ლისის პროექტის განხილვა, სადაც რამდენიმე ათეულ ას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე ხდება კომპლექსის ჩაკვეხება, იქ, სადაც არის ფერდი, სადაც ნორმალურ ვითარებაში, წარმოუდგენელი არის, როგორ უნდა მოხდეს მსგავსი რაღაცის მშენებლობა", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები